Wednesday, July 2, 2014

რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასებები და შეფასების რუბრიკები, შეფასების ჩეკლისტები, დავინახეთ განსხვავებები მათ შორის. საფეხურებრივად შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.

Saturday, June 28, 2014

რეფლექსია

დღეს ვისწავლე რა შემთხვევაში შემიძლია  საავტორო  უფლებებით სარგებლობა,  გამოყენებული ლიტერატურის, რა სახის უკუკავშირი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორ უნდა გადმოვიწერო ტექსტები და ვიდეოები,ავტვირთო, როგორ დავადოთ ლინკი, რასაც 
გამოვიყენებ ჩემს პროექტზე მუშაობის დროს. 
მადლობთ, ქალბატონო ირინა, საინტერესო  მუშაობისთვის.

Tuesday, June 24, 2014

რეფლექსია2

დღეს ვისწავლე როგორ გავწერო მიზნები და შედეგები, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, რუბრიკები მიზნებისა და შედეგების რუბრიკები, ვიმსჯელეთ და გავიგეთ როგორ დავწეროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ნათლად  დავინახე და გავიგე როგორ დავაკავშირო მიზნები  სტანდარტებთან. ვთვლი, რომ ჩემი მუშაობა ნაყოფიერი იყო.

Sunday, June 22, 2014

ცხადია მნიშვნელოვანია გავამახვილოთ  მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21-ე საუკუნის განვითარებაზე, ამ მხრივ სწორედ პრიორიტეტი პროექტებით სწავლებაა. გავეცანი პროექტული სწავლების  გზამკვლევს, ავირჩიე თემა, ვიმუშავე პუბლიკაციაზე, გავიგე როგორ დავწერო პროექტის მონახაზი, მოკლედ შევუდექი მუშაობას.